04:42 💵 USD 2.61 💶 EUR 3.06 რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა · კურორტი გოდერძი — აჭარის სამთო სამოთხე ზღვის დონიდან 2027 მეტრზე · LIZWI Club Teatro-ში — თბილისის მუსიკალური ღამე 8 აგვისტოს · Enzo Siffredi Teatro-ში — აფრო-ჰაუსის ლეჯენდი თბილისში 31 ივლისს · თბილისი დღეს — 19 აგვისტო · თბილისი დღეს — 18 აგვისტო ·
გლდანის 19 000 აბონენტს ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების გამო გაზის მიწოდება შეუწყდება. სრული სახელმძღვანელო მოსამზადებელად.

9 თვეში გაზის დანადგარების მონტაჟის 4700-მდე დარღვევაა – „თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს აფრთხილებს

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

9 თვის განმავლობაში, „თბილისი ენერჯის“ მიერ განხორციელებული გაზის შიდა ქსელების ტექნიკური შემოწმების შედეგად, დედაქალაქში 4700-მდე დარღვევა გამოვლინდა.

როგორც კომპანიის გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, დავით ბალავაძემ მედიაჰოლდინგ “კვირაში” განაცხადა, ყველაზე მეტად საშიში დარღვევები ისანი–სამგორი–ვარკეთილი–ვაზისუბნის რაიონში ფიქსირდება, სადაც 1500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. მეორე ადგილზეა გლდანი, დაახლოებით 1100 დარღვევით, ხოლო მესამეზე – ჩუღურეთი–ნაძალადევის რაიონი, სადაც დაახლოებით 900 დარღვევა გამოვლინდა.

„დარღვევების უმეტესობა ისეთ ტიპისაა, რაც უშუალო საფრთხეს უქმნიდა მცხოვრებლებს და მათ ოჯახებს. ყველა მსგავს შემთხვევაში ჩვენი სპეციალისტები მყისიერად რეაგირებენ“, – განაცხადა ბალავაძემ.

მისი თქმით, ყველაზე სერიოზულ პრობლემად რჩება ღია კამერიანი დანადგარების მონტაჟი საცხოვრებელ ფართებში, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალურად მთავრდება. გარდა ამისა, ხშირია შიდა ქსელის გაუმართაობა და გაზგაყვანილობის არასწორი მონტაჟიც.

„ღია კამერიანი დანადგარების მონტაჟის შემთხვევები ბოლო წლებში შემცირდა, თუმცა სხვა ტიპის დარღვევები ისევ აქტუალურია, მათ შორის გაზქურების არასწორი გამოყენება და გაუფრთხილებლობა. განსაკუთრებით პრობლემურია გაქირავებული ბინები, სადაც არც მფლობელები და არც ქირაობის მსურველები არ ამოწმებენ ქსელის მდგომარეობას“, – აღნიშნა ბალავაძემ.

მისივე ინფორმაციით, გაზისგან მოწამვლისა და გარდაცვალების შემთხვევები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. ის დასძენს, რომ წელს დაახლოებით 1-2 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ზამთარი უკვე დაიწყო, გაზის მოხმარება იზრდება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, გადაამოწმონ გაზის შიდა ქსელი. ჩვენი სპეციალისტები უფასოდ შეამოწმებენ სისტემას, აღმოაჩენენ ხარვეზებს და საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გაატარებენ შესაბამის რეაგირებას“, – აცხადებს დავით ბალავაძე.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, უსაფრთხოების მიზნით, კომპანიის ცხელი ხაზზე დარეკონ და არ გადადონ გაზის სისტემის შემოწმება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბინაში ახლახან გადასახლდნენ ან ის გაქირავებულია.

წყარო

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *