ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiსამგორის რაიონში გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

სამგორის რაიონში გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

დედაქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება

 

აღნიშნულ ქუჩაზე, ბოლო წლების განმავლობაში მოძველებული და ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები გზის სავალ ნაწილს აზიანებდა და უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, რაც გადაადგილებისას დიდ დისკომფორტს ქმნიდა. იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული განახლება. გზაზე არსებული უმძიმესი მდგომარეობა გამოწვეულია კომუნიკაციების უვარგისობით. დაახლოებით, სამ კილომეტრამდეა აღნიშნული ქუჩა. პირველ ეტაპზე კომპანია GWP იმუშავებს და შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.  ახალი დიზაინის ქუჩები შეიქმნება.  საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, მოეწყობა გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სამუშაოები 12 ივლისს დაიწყება და ცხრა თვეში დასრულდება.

#drpkhakadze

წყარო

READ  თბილისში მე-14 „თბილისი მარათონი“ გაიმართება – იხილეთ დეტალები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები