გლდანში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა
ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი, ფიტნეს და მოსასვენებელი ზონები ეწყობა; მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
უწყების ინფორმაციით, მესამე მიკრორაიონში მიმდინარე სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 500 ლარი დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები