საილუსტრაციო ფოტო

თბილისში East vs West 16 ჩატარდა — მსოფლიო დონის მკლავჭიდელების დაპირისპირება

თემური ლომიძე
თემური ლომიძე
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.

თბილისში, EvW Sports-ის ორგანიზებით East vs West 16 გაიმართა, სადაც მსოფლიო დონის მკლავჭიდელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ღონისძიების მთავარი აქცენტი სუპერმძიმე წონას დაეთმო, სადაც გენადი კვიკვინია დევონ ლარატს შეხვდა, მაგრამ 1-4 დამარცხდა.

95 კგ. წონით კატეგორიაში კი ტიტული ირაკლი ზირაქაშვილმა დათმო, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ტოდ ჰუჩინგსთან წააგო და ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

East vs West 16-ის ფინალური შეხვედრა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობისთვის გაიმართა, სადაც ვიტალი ლატენინმა არწიომ მოროზოვი 4-2 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

ღონისძიება ასევე გახდა ქართველი ჰალკის, ლევან საგინაშვილის მომავალი მეტოქის სახელის დასახელების დღე — ერმეს გასპარინი ქართველი ამიერკავკასიის ჩემპიონთან შეხვდება.

East vs West 16 — განსაკუთრებული ბრძოლები წარიმართა, ქართულმა მკლავჭიდმა მსოფლიო სპორტში კიდევ ერთხელ გაამყარეს თავისი ადგილი!

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ეკონომიკა და ბიზნესი. აშუქებს თბილისის ბიზნეს გარემოს, უძრავი ქონების ბაზარსა და ადგილობრივ ეკონომიკურ მოვლენებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *