საილუსტრაციო ფოტო

სემეკ-ში „თბილისი ენერჯის“ გაზსადენის ავარიულად გათიშვის საკითხზე პირველი მოსმენა გაიმართა

ანასტასია მჭედლიშვილი
ანასტასია მჭედლიშვილი
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) „თბილისი ენერჯის“ 500 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის ავარიულად გათიშვის ფაქტთან დაკავშირებით პირველი საჯარო მოსმენა ჩატარდა. მოსმენაზე კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ავარიის გამომწვევი შესაძლო მიზეზები შეისწავლა და წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამუშაოები ჩატარდა ბუნებრივი გაზის მიწოდების აღსადგენად. მან ასევე აღნიშნა, რომ აღდგენის პროცესში უსაფრთხოების ყველა ნორმა სრულად იყო დაცული.

კომისიის წევრებმა და ენერგოომბუდსმენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესში საზოგადოების ინფორმირებაზე და მათთან უფრო გამჭვირვალე კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ კომპანია ვალდებული იქნება, კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წერილობით დეტალური ინფორმაცია წარმოადგინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ საკითხის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ.

 

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — კულტურა და ღონისძიებები. აშუქებს თბილისის კულტურულ ცხოვრებას, ხელოვნებას და საქალაქო ღონისძიებებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *