საილუსტრაციო ფოტო

„ქოლგა თბილისი ფოტო” — საერთაშორისო ფოტოკონკურსი და ნომინაციები

ნინო ბერიძე
ნინო ბერიძე
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.

2025 წლის 10 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით ,,ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“ მიმდინარეობს. კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

კონკურსის ნომინაციები 2025 წელს:

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო ერთი კადრი (Single Image)
  • მობილური ფოტო

კონკურსში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც კონცეპტუალურ სერიაში.

ჟიურის წევრები:
– ნაიჯელ დიკინსონი (დიდი ბრიტანეთი)
– თინა შელჰორნი (გერმანია)
– ვოლფგანგ ცურბორნი (გერმანია)
– რიჩარდ ბრამი (აშშ)
– დინა ოგანოვა (საქართველო)
– ვინს ჩიანი (აშშ)

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

საპრიზო ფონდი*: 6000 დოლარი
პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს 1500-1500 დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს 1000 დოლარი, ხოლო მობილური ფოტოს ნომინაციაში გამარჯვებულს – 500 დოლარი.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2025 წლის გამარჯვებულებს 2 მაისს გამოაცხადებს, ხოლო 2 მაისიდან დაიწყება გამოფენები, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პუბლიკას გააცნობს ფოტოგრაფიის უახლეს მიღწევებს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — საზოგადოება და ქალაქის ცხოვრება. აშუქებს სოციალურ თემებს, უბნების ცხოვრებასა და მოსახლეობასთან დაკავშირებულ ამბებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *