თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს — ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი — შენი თბილისი

თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს — ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული გ.მ. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე იქნა დაკავებული.

გამოძიების მტკიცებით, გ.მ. სისტემურად ყიდდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, მათ შორის საკონტროლო შესყიდვები, რომლებიც ფარული აუდიო-ვიდეო ფირზეა დაფიქსირებული.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო, მათ შორის:

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი
  • კოკაინი
  • ალფა-პვპ
  • კლეფედრონი

ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის I, II ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 260-ე ტერცია მუხლის V ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenitbilisi.ge

სტატიის ციტირება

შენი თბილისი. (2026). თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს — ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი. 19 იანვარი, 2026. https://shenitbilisi.ge/თბილისში-ნარკოდანაშაულ-3/

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს — ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%9a-3/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network