თბილისის ურბანულ გარემოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველდღიური გამოწვევაა. ისწავლეთ, როგორ დაიცვათ თავი კონფლიქტური სიტუაციებისგან და რას უნდა გააკეთოთ საშიშროების შემთხვევაში.

პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო — დაკავებულია 1 პირი

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ხ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კ.ხ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, კერძოდ: 4 ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, ავტომატი, მაყუჩი, 82 ვაზნა,  6 მჭიდი და  200 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება “ტროტილი”.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე  მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, — აცხადებენ შსს-ში.

დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო — დაკავებულია 1 პირი [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%a1/
shenitbilisi.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network