სამშაბათი, მარტი 25, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiსამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლი ჩანაცვლდება

სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლი ჩანაცვლდება

სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობა. კერძოდ, დასრულებულია საფუძვლისა და ხიმინჯების მოწყობა, ასევე, მიმდინარეობს მე-2 სართულზე დიაფრაგმების ყალიბების მოწყობა.

პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ამ მისამართზე სამსართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი იყო. ქირით გაყვანილი გვყავს 36 ოჯახი. ოქტომბერში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და ამ ადამიანებს ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. გარდა ამისა, 10 ბინა გადმოვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, რომელსაც გადავცემთ უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

KTQ-ს ე.წ. “საერთაშორისო აკრედიტაცია” – როცა გერმანიის დუმილი საფრთხეს უქმნის საქართველოს ჯანდაცვას

მარტი 25, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები