სამშაბათი, მაისი 20, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის მერია, ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის სასაფლაომდე გზის რეაბილიტაციისთვის, 10.2 მილიონი ლარის ღირებულების...

თბილისის მერია, ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის სასაფლაომდე გზის რეაბილიტაციისთვის, 10.2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს

თბილისის მერია ტენდერს აცხადებს, რომლის ფარგლებში ჭავჭავაძის გამზირიდან ფეხბურთის ფედერაციამდე და ვაკის სასაფლაომდე გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ამ პროექტის საერთო ღირებულება 10.2 მილიონ ლარს შეადგენს. ტენდერი ორ ლოტად გაიყო, თითოეული მონაკვეთისთვის განსაზღვრული თანხით.

პროექტი მოიცავს გზის რეაბილიტაციას შემდეგ მონაკვეთებზე:

1. I მონაკვეთი (₾5.2 მლნ): ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ფეხბურთის ფედერაციამდე (პკ0+00-პკ4+69.89);
2. II მონაკვეთი (₾4.9 მლნ): ფეხბურთის ფედერაციიდან ვაკის სასაფლაომდე (პკ4+69.89-პკ9+21.37).

ტენდერის განაცხადების მიღების ვადა არის 2 თებერვლიდან 7 თებერვლამდე.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე GWP-ს, “თბილისი ენერჯის”, “მაგთის” და სხვა კომპანიების საკომუნიკაციო ქსელები.

“შრომის ნაყოფიერების გაზრდისა და მშენებლობის ხანგრძლივობის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მიღებულია სამუშაოების კომპლექსური მექანიზმებით და სპეციალიზირებული საწარმოო ბრიგადებით შესრულება, შრომის ორგანიზაციის თანამედროვე მეთოდებისა და ფორმების გამოყენებით”, – წერია დოკუმენტში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დოკუმენტაციის გადმოწერა და განაცხადების წარდგენა ზემოთხსენებულ ვადებში.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზის შესახებ - სავაჭრო ცენტრები თბილისში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები