12:39 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება — შენი თბილისი

თბილისის საჯარო სკოლებში გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისის  25 საჯარო სკოლაში, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საინფორმაციო სესიებს ატარებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებში. სესიებზე, რომელშიც მონაწილეობას V-X კლასის მოსწავლეები იღებენ, განიხილავენ ნარჩენების მართვის პოლიტიკას, ეროვნულ კანონმდებლობას, საერთაშორისო გამოცდილებას, გარემოს დაცვის გამოწვევებსა და ამ პროცესში საზოგადოების როლს.

მოსწავლეები გადიან სასწავლო პროცესს, რომელიც მათ ამ სფეროში ბაზისურ ცოდნას სთავაზობს და ყველა მონაწილე იღებს ნარჩენებისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე დამზადებულ სასაჩუქრე პაკეტებს.

43-ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა დაესწრო. პაპავას თქმით, პროგრამის მიზანი საზოგადოებისა და განსაკუთრებით მოსწავლეების ჩართულობის გაზრდაა, რათა მათ უკეთ გაიგონ, როგორ უნდა მართონ ნარჩენები და რა ტიპის ნარჩენები სად უნდა განთავსდეს.

„პრეზენტაციის დროს მოზარდები საჭირო ინფორმაციას იღებენ გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემაზე. საინფორმაციო სესიების მიზანია ამ მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება. მსგავსი შეხვედრები 25 საჯარო სკოლაში ჩატარდება და საერთო ჯამში, 750 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის ძალებით შეუძლებელია ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული, თუ მოსახლეობაც არ შეგვიწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე ისწავლონ, რა ტიპის ნარჩენი სად უნდა განათავსონ, რა არის დაშვებული და რა – კანონდარღვევა“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს, ხოლო მის „თბილსერვის ჯგუფი“ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (Rec Caucasus) ახორციელებს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *