ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiთბილისში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული სამიტი იმართება

თბილისში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული სამიტი იმართება

თბილისში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული სამიტი მიმდინარეობს, რომელზეც რეგიონში არსებულ მდგომარეობას, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

გამომსვლელების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასკოლო ზონებში საგზაო ინფრასტრუქტურის იმგვარად მოწესრიგებას, რომ ტერიტორიაზე გადაადგილებისას პრიორიტეტი ფეხით მოსიარულეებს მიენიჭოს.

ღონისძიებას თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი დაესწრო და სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში არაერთი პროექტი წარმატებით განხორციელდა, თუმცა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება.

„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ვახორციელებთ სატრანსპორტო რეფორმას, რაც მდგრადი ურბანული მობილობისკენაა მიმართული. თბილისის მერიის ამჟამინდელი პოლიტიკაა, არ ვიყოთ მხოლოდ ავტომობილებზე ორიენტირებული ქალაქი და გადაადგილების ყველა მონაწილეს თანაბარი პირობები შევუქმნათ. ამ მიმართულებით არაერთი ცვლილება გვაქვს: განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ ქუჩას, განხორციელდა ტაქსებისა და პარკინგის რეფორმა. პროექტები გრძელდება და ყველგან, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეთა უსაფრთხოებას, რაც გულისხმობს საფეხმავლო ბილიკების, ზებრა გადასასვლელებისა თუ უსაფრთხოების კუნძულების მოწყობას. პარალელურად, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც თბილისში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობენ. მათთან თანამშრომლობითა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სასკოლო ზონების ხელახალი დიზაინი შევიმუშავეთ“, – განაცხადა დავით ჯაიანმა.

მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გარდაქმნა, მათ შორის, სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, კომპლექსური საკითხია და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების გარდა, ცენტრალური ხელისუფლებისა და სხვადასხვა სამინისტროს ჩართულობას მოითხოვს.

„დედაქალაქს, სამწუხაროდ, ურბანული მობილობის სტრატეგია არ გააჩნდა. ჩვენ საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შევიმუშავეთ თბილისის 20-წლიანი სატრანსპორტო გეგმა, რომელიც ძირითად ამოცანებსა და მიზნებს მოიცავს. დოკუმენტში ასახული პროექტების უმრავლესობა აღსრულების ეტაპზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისას, ვითვალისწინებთ და ვაწყობთ საავტობუსო ზოლებს, საფეხმავლო და ველობილიკებს. აქამდე ქალაქი სხვაგვარად იყო დაგეგმარებული, რომლის შეცვლა და ყველა მოქალაქეზე მორგება გვიწევს“, – აღნიშნა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ.

გლობალურ სამიტში საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ორგანიზაციების – „აღმოსავლური ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის“ (EASST), FIA Foundation-ის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), სომხეთის, აზერბაიჯანის, საბერძნეთის, ასევე, საქართველოსა და რეგიონის სხვა წამყვანი დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

11 February, 2025
“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 11, 2025

უბნები, სადაც გაზმომარაგება აღდგა – „თბილისი ენერჯი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11 თებერვალი 2025
სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

თებერვალი 11, 2025
ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

თებერვალი 11, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

თებერვალი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

თებერვალი 11, 2025
ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

თებერვალი 11, 2025
17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

11 თებერვალი 2025
2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

თებერვალი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები