საილუსტრაციო ფოტო

თბილისში ფრანგული კონცეფციის კაფე “ნუშიკო” გაიხსნა

ლევან წიკლაური
ლევან წიკლაური
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.

ტკბილი მოგზაურობა წარსულის გემოში – თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, ახალი კაფე, „ნუშიკო“ გაიხსნა, რომელიც ფრანგული კონცეფციით არის შექმნილი. ადგილზე მისულ სტუმრებს უგემრიელესი ორცხობილები, ტკბილეულის მრავალფეროვანი არჩევანი და განსაკუთრებული ფრანგული ყავა  დახვდებათ.

სახელი უძველესი რეცეპტით მომზადებული ნუშის ორცხობილის საპატივცემულოდ შეირჩა, რომლის დაგემოვნებაც მხოლოდ კაფე „ნუშიკოშია“ შესაძლებელი. ტკბილეული ადგილზე მზადდება, რაც თითოეულ მათგანს უნიკალურობას სძენს. განსაკუთრებით გამოსარჩევია ამერიკული ქეიქი, უძველესი რეცეპტით დამზადებული ნუშის ნამცხვარი  და შუ, რომელიც  მზადდება ფრანგული კრემით, რომლის შიგთავისის ჩამატება მყიდველის თანდასწრებით ხდება, რათა  არ მოხდეს მისი სტრუქტურის დარღვევა და პროდუქციის დარბილება.

თბილისში

რაც შეეხება ყავას, კაფეში მაღალი ხარისხის, 11 სახეობის ყავა დაგხვდებათ, რომელსაც დაბალანსებული და არომატული გემო აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცივი ყავა, რომელიც განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

ნამდვილი გემო იქ იწყება, სადაც რეცეპტი საუკუნეებს ითღვლის – ეს “ნუშიკოს” მთავარი სლოგანია, ხოლო კაფე  კინო ამირანის გვერდით, მერაბ კოსტავას 36 ნომერში მდებარეობს.

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — უსაფრთხოება და ქალაქის სამსახურები. აშუქებს პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და კომუნალურ თემებს თბილისში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *