13:02 💵 USD 2.61 💶 EUR 3.05 რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გაიხსნა · კურორტი გოდერძი — აჭარის სამთო სამოთხე ზღვის დონიდან 2027 მეტრზე · LIZWI Club Teatro-ში — თბილისის მუსიკალური ღამე 8 აგვისტოს · Enzo Siffredi Teatro-ში — აფრო-ჰაუსის ლეჯენდი თბილისში 31 ივლისს · თბილისი დღეს — 19 აგვისტო · თბილისი დღეს — 18 აგვისტო ·
თბილისში ,,ქართლური ღვინის ფესტივალი” 2024 გაიხსნა — შენი თბილისი

თბილისში ,,ქართლური ღვინის ფესტივალი” 2024 გაიხსნა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, სიონის ქუჩაზე, 2024 წლის 12 ოქტომბერს „ქართლური ღვინის ფესტივალი“ გაიხსნა. ღონისძიება ცნობილი სომელიეების საბა ქიტიაშვილის და თეონა თოხაძის სიტყვით დაიწყო.

ფესტივალის ორგანიზატორმა, ანი ჯიქიამ, აღნიშნა, რომ წელს წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ღვინის კომპანია, მეღვინეები, ხელნაკეთი ნივთები და მრავალი სხვა ქართლური პროდუქცია. „ქართლური ღვინის ფესტივალი“ უკვე მეექვსედ ტარდება და დამსწრე საზოგადოებას ამჯერად შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ქართული ღვინოები, ასევე გაეცნონ მეღვინეობის სპეციფიკას.

ფესტივალზე გაიმართება მასტერკლასები, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციაში და გაიგონ მეტი ღვინის არომატებზე. 17:00 საათზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს საუკეთესო ღვინოები სხვადასხვა ნომინაციებში.

განსაკუთრებით საინტერესო იქნება სომელიეების მიერ გაწვდილი ორი სესიების სერია: „ყნოსვის ტრენინგი“ ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს, გაერკვნენ ღვინის არომატების ამოცნობაში.

ფესტივალის პროგრამაში ახალი ნომინაციები გაწვდილი იქნება, მათ შორის: „საუკეთესო წითელი ღვინო“, „საუკეთესო თეთრი ღვინო“ და „საუკეთესო ქარვისფერი ღვინო“.

ფესტივალი ითვალისწინებს განსხვავებული აქტივობების ჩართვას: მუსიკალურ პროგრამას, დრამატული წარმოდგენების ჩვენებას და სხვა საინტერესო დაგეგმილ აქტივობებს. „მოხარული ვართ, რომ სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილება შევთავაზოთ, რაც მათთვის კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ჩვენს ღონისძიებას“, – ანი ჯიქია.

ფესტივალი საჯაროდ ღია ღვინის მოყვარულთათვის. ყველა სტუმარი შეძლებს ქართული ღვინის ნიმუშების დაგემოვნებას.

„ქართლური ღვინის ფესტივალი“ 12 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

 

#drpkhakadze #davidiani

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *