12:22 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა · Tbilisi Philharmonic by Mercure Hotel თბილისში — სასტუმრო, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
თბილისის ურბანულ გარემოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველდღიური გამოწვევაა. ისწავლეთ, როგორ დაიცვათ თავი კონფლიქტური სიტუაციებისგან და რას უნდა გააკეთოთ საშიშროების შემთხვევაში.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 5 პირი-2006 წელს დაბადებული ს.ც., 2000 წელს დაბადებული ვ.რ., 2006 წელს დაბადებული ს.მ. და წარსულში ნასამართლევები: 1995 წელს დაბადებული მ.ო. და 1997 წელს დაბადებული თ.თ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და  „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს”, – წერია განცხადებაში.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *