11:04 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის ჯარიმები ჩამოეწერება · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
თბილისის ურბანულ გარემოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველდღიური გამოწვევაა. ისწავლეთ, როგორ დაიცვათ თავი კონფლიქტური სიტუაციებისგან და რას უნდა გააკეთოთ საშიშროების შემთხვევაში.

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიზე 3 პირი დააკავა

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი – 2005 წელს დაბადებული ს.ა., 2006 წელს დაბადებული ლ.ჯ. და დ.ა. – ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულები ღამის საათებში აირის პისტოლეტის გამოყენებით თავს დაესხნენ 2005 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს – კ.ბ.-ს. იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მათ მოსთხოვეს ფულადი თანხა და ძვირადღირებული ნივთები.

სამართალდამცველების ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა კომპიუტერულ ტექნიკასა და სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებს უკანონოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციის ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ს.ა., ლ.ჯ. და დ.ა. მალევე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობით დაუფლებული ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *