პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 20 მარტს, სომხეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება. თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დამონტაჟდება დიდი ეკრანი, რათა გულშემატკივრებმა მატჩი იხილონ.
დაგეგმილი ღონისძიების გამო, 20 მარტს, 00:30 საათიდან 21 მარტის 14:00 საათამდე, რესპუბლიკის მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიებზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე გატარდება.
ამავე დროს, კონკრეტული მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი გზით: რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილების შემდეგ, ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით იმოძრავებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით ჯავახიშვილის და კოსტავას ქუჩების გავლით იმოძრავებს, ხოლო N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მოძრაობას განაგრძობს.
საქართველოს ნაკრები 20 მარტს, 21:00 საათზე, ერევანში გამართავს უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პლეი-ოფის შეხვედრას.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია