12:14 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
საქართველო-ინგლისის ტესტმატჩი თბილისში – 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება — შენი თბილისი

საქართველო-ინგლისის ტესტმატჩი თბილისში – 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოს ნაკრები თბილისში ინგლისის 20-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 ივნისს, 18:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ჩემპიონატისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან. როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლადო კილასონია განმარტავს, შეხვედრა მნიშვნელოვნად დაეხმარება გუნდს, გამოასწოროს ის შეცდომები, რაც თებერვალში სამხრეთ აფრიკასთან დაპირისპირებაში გამოვლინდა და უკეთ შეათამაშოს სელექციით დაკომპლექტებული შემადგენლობა.

20-წლამდელთა ნაკრებს მიმდინარე ეტაპზე უკვე შეუერთდნენ ლეგიონერი მორაგბეები, თუმცა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფება გიორგი ხაინდრავა, რომლის არყოფნა ჩემპიონატზე გუნდისთვის სენსიტიური იქნება.

ტურნირს იტალია 29 ივნისიდან 19 ივლისამდე უმასპინძლებს. საქართველო C ჯგუფში ირლანდიის, ახალი ზელანდიისა და იტალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. ფინალური ეტაპი 14 და 19 ივლისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:

  • 29 ივნისი, კალვიზანო – საქართველო vs ირლანდია
  • 4 ივლისი, ვიადანა – საქართველო vs ახალი ზელანდია
  • 9 ივლისი, კალვიზანო – საქართველო vs იტალია

A ჯგუფში მოხვდნენ ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში – საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *