თბილისის მერია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 ივნისს მასშტაბურ საბავშვო ღონისძიებებს მასპინძლობს. მთავარი ლოკაცია იქნება დედაენის ბაღი, სადაც მთელი დღის განმავლობაში პატარებსა და მათ მშობლებს მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები ელოდებათ.
ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე და მოიცავს:
- საბავშვო შოუებსა და თეატრალურ წარმოდგენებს
- ღია ბიბლიოთეკას
- კინო კუთხეს, სადაც წარმოდგენილი იქნება ჟოზეს ანიმაციური ფილმები
- სპორტულ და ჭადრაკის აქტივობებს
- სახეზე მოხატვას, თექისა და კალიგრაფიის ვორქშოფებს
- თოჯინების თეატრსა და ზღაპრის კუთხეს
- არტ თერაპიას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის
- ფოტო ბასს, მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვას და სხვა კრეატიულ სივრცეებს
წარმოდგენილი იქნება ქალაქ თბილისის მერიის, ეროვნული სასახლის, ამერიკული კუთხისა და ხელოვნების სახლების ზონები.
დღის ფინალს საბავშვო კონცერტი 20:00 საათზე ღია სცენაზე გაიმართება — რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ანსამბლები, შემსრულებლები და სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი.
ყველა აქტივობა და კონცერტი ღია და უფასოა დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია