ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ინიციატივა, რომელიც ხელოვან ქალებს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ლოკაციაზე – აეროპორტში საკუთარი ნამუშევრების დემონსტრირების და გაყიდვის შესაძლებლობას აძლევს, მიმართულია მათი ეკონომიკური გაძლიერებისა და პოპულარიზაციისკენ.

გამოფენაში წარმოდგენილია როგორც სტუდენტების ნამუშევრები, ასევე ექსპოზიციაში მონაწილეობენ თბილისის ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ბენეფიციარი ქალები. პროექტში ჩართულია გალერეა „გამრეკელიც“.

ღონისძიების ფარგლებში, ნებისმიერ მგზავრს შეუძლია შეიძინოს ხელნაკეთი ნამუშევრები და წაიღოს ისინი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

მხარდამჭერი და ორგანიზატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ აღნიშნულ ინიციატივასთან ერთად მემორანდუმებს აფორმებს:

  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიასთან – ხელოვანი სტუდენტებისთვის გამოფენის სივრცის დათმობისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციის მიზნით;
  • ადამიანით ვაჭრობისა და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან – ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და დასაქმების მხარდაჭერისთვის.

„ტავ ჯორჯია“, რომელიც უკვე 20 წელია მართავს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს, სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით მრავალ ინიციატივას ახორციელებს, ამათგან ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაა.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

READ  ქარვასლა - ერთ-ერთი დიდი და პოპულარული სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი თბილისში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები