თბილისი ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 22-28 აგვისტოს უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ჯგუფის შეხვედრები გაიმართება „მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე“ და „დავით პეტრიაშვილის არენაზე“.
ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში საქართველოს წარმომადგენელი, ქუთაისის „მართვე“, უმასპინძლებს ლიტვის „გინტრას“, თურქეთის „ქონაკ ბელედიესფორს“ და სლოვაკეთის „პარტიზანს“.
ქართველი ჩემპიონები საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მომზადებას აზერბაიჯანში გადიან და თბილისში 19 აგვისტოს დაბრუნდებიან.
ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის სრული განრიგი:
22 აგვისტო
• 17:00 — ქონაკი vs მართვე (მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი)
• 19:00 — გინტრა vs პარტიზანი (დავით პეტრიაშვილის არენა)
25 აგვისტო
• 17:00 — გინტრა vs მართვე (მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი)
• 19:00 — პარტიზანი vs ქონაკი (დავით პეტრიაშვილის არენა)
28 აგვისტო
• 17:00 — ქონაკი vs გინტრა (დავით პეტრიაშვილის არენა)
• 17:00 — მართვე vs პარტიზანი (მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი)
ფინალურ ეტაპზე გადიან საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები და ერთ-ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი.
ტურნირი თბილისის საერთაშორისო საფეხბურთო დღის წესრიგში მნიშვნელოვანი მოვლენაა და მასპინძლობს ევროპულ კლუბებს, რაც ხელს უწყობს საქართველოს ქალთა ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია