თბილისში ჯარისკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ – “პირველების” ინფორმაციით, ნაცემია 25 წლის მუხრან ხვედელიძე.
ნაცემი ბიჭის ახლობლების თქმით, სამხედროს სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული და ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება აღენიშნება.
ახალგაზრდა კაცის გადარჩენას კლინიკა “პინეოს“ ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ, მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა, ახლა კი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, ანგარიშსწორება ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ხვედელიძეს კლუბის დაცვის თანამშრომლები გაუსწორდნენ, ურტყეს წიხლები და მუშტი, შემდეგ კი გაიქცნენ და 25 წლის კაცი ქუჩაში მიატოვეს.
როგორც “პირველებმა” გაარკვია, სასტიკად ნაცემი პოლიციამ შემთხვევით იპოვა და კლინიკაშიც სწორედ მათ გადაიყვანეს.
“პირველების” ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულია სამი პირი – ყველა მათგანი ბრალის წარდგენას ელოდება.
TV პირველი დღეს King Club-ში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ ანგარიშსწორება მოხდა, თუმცა ადგილზე მყოფი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
ირკვევა ისიც, რომ 25 წლის მუხრან ხვედელიძეს, რომელიც შეიარაღებულ ძალებში, საკონტრაქტო სამსახურში მსახურობდა, 24 საათის განმავლობაში ეძებდა მისი შენაერთიც.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია