პარასკევი, ივლისი 4, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები,,ლილო მოლის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია — დამწვარია 5000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი

,,ლილო მოლის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია — დამწვარია 5000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი

,,ლილო მოლის” ტერიტორიაზე გავრცელებული ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი, რომელიც 5,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობს მოიცავდა, შესაძლოა, ელექტროგაყვანილობის პრობლემამ გამოიწვია.

ხანძრის გავრცელების შემდეგ, ადგილზე ოპერაციები 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა დაიწყო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მომხდარი ინციდენტი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის ან სოკეტების ხარვეზის შედეგად გაჩნდა. გამოძიება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს კონკრეტული მიზეზი.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამ ეტაპზე არ არის კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ინციდენტის გამო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებითდამწვარია, როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები.

„ამ დროისთვის „ლილოს“ ბაზრობაზე, დაახლოებით, 5 ათასი კვადრატული მეტრია დამწვარი – როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები. 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, 22 სახანძრო ავტო ცისტერნა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  B2B Summit by Tarifa თბილისში წარმატებით დასრულდა — ათასზე მეტი შეხვედრა და ახალი შეთანხმებები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები