პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო ხიდზე ავტომობილების გადაადგილება უკვე შესაძლებელია.

ახლად დასრულებული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.

კახა კალაძემ საზოგადოებას გააცნო განხორციელებული პროექტის დეტალები და ხიდის მშენებლობაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „კონსტრაქშენ სერვისს“, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა. ეს არის ქართული კომპანია და ყველა დეტალი, რომელიც გამოყენებულია ხიდისთვის, წარმოებულია საქართველოში. მინდა თითოეულ თქვენგანს, დედაქალაქის მერიის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ზრუნავენ ამ ქალაქზე, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე.  რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ, მნიშვნელოვან და სასიხარულო პროექტს განვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა კიდევ უფრო კომფორტულად იცხოვრებს ჩვენს დედაქალაქში.

ამ ქალაქს აქვს უდიდესი რესურსი და შესაძლებლობა, საჭიროებს განახლებას და მოწესრიგებას და ბოლო წლების განმავლობაში, დამეთანხმებით, რომ ბევრი სასიკეთო პროექტი გაკეთდა. მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, მეტი პროექტი განხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მიმზიდველი და საცხოვრებლად უფრო კომფორტული. გილოცავთ ყველას, დღეიდან უკვე შესაძლებელია ამ ხიდის გამოყენება და ერთ საათში ის ავტომობილებისთვის გაიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც  უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა  და დაიგო ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი. გარდა ამისა, მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები, როგორც უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ასევე ბაგების დასახლების მხარეს,  თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან.

ხიდის სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. მშენებლობა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და 2024 წლის მაისის ბოლოს დასრულდა. პროექტის ღირებულება ჯამში 36 400 000 ლარს შეადგენს.

READ  23 მაისს თბილისში AKON-ის კონცერტი გაიმართება

 

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.