ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიSheni Tbilisiღამურა თუ ოთახში შემოფრინდა, როგორ უნდა მოვიქცეთ

ღამურა თუ ოთახში შემოფრინდა, როგორ უნდა მოვიქცეთ

თუ სახლში შემთხვევით ღამურა შემოფრინდა – რა უნდა გააკეთოთ, რომ ადვილად მოიშოროთ და თმაში არ აიხლართოს

ღამურა ძალიან ბევრ ადამიანს აშინებს. სინამდვილეში მართლაც არსებობს საფრთხე, რომ ღამურა სახლში შემოგვიფრინდეს. ეს არც ქალაქშია გამორიცხული და მათ შორის, არც მაღალსართულიან კორპუსებში. შინ შემოფრენილი ღამურა კი შიშს, პანიკას და დაბნეულობას იწვევს. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ღამურა ოთახში შემოფრინდა, რატომ ეტანებიან სახლებს, რა იზიდავს მათ ჩვენს ბინებში, რა პირობები შევუქმნათ, რომ მალე უკანვე გაფრინდეს და რეალურად შეუძლიათ თუ არა ჩვენთვის ზიანის მოტანა?

ოთახში შემოფრენა, ძირითადად, აგვისტო-სექტემბერში ხდება, როდესაც ახალგაზრდა ღამურები იწყებენ ფრენას და მტერს ან მსხვერპლს მიჰყვებიან. ის მიზანმიმართულად არ შედის ოთახში. შეიძლება ფანჯარასთან, შენობის ნაპრალში ან სახურაზე ცხოვრობდეს და უბრალოდ, ახლოს მდებარე ღია სივრცეში შეფრინდეს. ღამურები მწერებით იკვებებიან. შეიძლება კოღო ან სხვა მწერი დაინახონ და ესაა მიზეზი, რის გამოც ფრინდებიან ფანჯარაში.

როგორ უნდა გამოვიყვანოთ სახლიდან ან მისი მოკვლა გამართლებულია?

ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მოკვლა, მით უმეტეს ღამურა ძუძუმწოვარია, არ არის რეკომენდებული. ღამურები გარემოს ინდიკატორ სახეობებად ითვლებიან იმიტომ, რომ რაც უფრო ჯანსაღია გარემო, მით უფრო მეტი სხვადასხვანაირი სახეობაა. ჭამენ ძალიან ბევრს მწერს. მაგალითად, 5 გრამიანმა ღამურამ ერთ ღამეში უნდა შეჭამოს, დაახლოებით, 3 გრამი კოღო. გაითვალისწინეთ, ერთი კოღო 0,002 გრამია. რომ გაეკიდებით, შეიძლება პირიქით შეეშინდეს, აქტიურად იფრინოს და სადღაც ისეთ ნაპრალში შეძვრეს, საიდანაც ვეღარ გამოიყვანთ. ყველაზე მარტივი გამოსავალია ფანჯრებზე ბადეები, რომ შემოფრენა ვერ შეძლოს. ან, თუ მაინც შემოაღწია, ჩააქრეთ სინათლე, ფანჯრები ბოლომდე გააღეთ, ფარდები გადაწიეთ, გასასვლელი ოთახები ჩაკეტეთ და რაიმე სუსტი განათება დატოვეთ, რათა თვალყური ადევნოთ მის გადაადგილებას. მაგალითად, ტელევიზორის შუქიც საკმარისია. იტრიალებს და თავისით გავა. ეს უფრო ხშირად ხდება 10 აგვისტოდან იმიტომ, რომ ახალგაზრდები მაგ დროს იწყებენ ფრენას და გამოუცდელები არიან.

READ  მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო – გიორგი ფხაკაძე პრეზიდენტს ბრიფინგს ეხმიანება

მითია თუ რეალობა -რომ ღამურას თმაში ჩაფრენა ახასიათებს?

ღამურებს თავდასხმა არ ახასიათებთ. თმა იმდენად წვრილია, რომ ღამურები, რომლებიც ულტრაბგერით დაფრინავენ, ვერ ხედავენ მას. მოძრაობის პრინციპი ასეთია, უშვებს ულტრაბგერას, წინ რაღაცას მოხვდება, ანარეკლი დაუბრუნდება და იქ იცის, რომ არ უნდა გაფრინდეს. თმა იმდენად წვრილია, ატარებს ულტრაბგერას და ვერ ხედავს, რომ წინააღმდეგობაა და სრულიად შემთხვევით, შეიძლება აღმოჩნდეს მასში. მერე ღამურასაც ეშინია, ადამიანს ხომ ეშინია და ორმხრივი პანიკა იწყება. მიზანმიმართულად ღამურა თავზე არავის უფრინდება. უბრალოდ სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან და თუ შემთხვევით გაგკაწრათ, აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ცოფზე აცრა.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები