სამგორის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ვარკეთილის ზემო პლატოზე, თრიალეთის ქუჩაზე მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 15 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ავტოფარეხების დემონტაჟი, ხოლო ამ ეტაპზე გარე განათების და სარწყავი სისტემის მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. სამომავლოდ, ტერიტორიაზე განთავსდება მოსასვენებელი სივრცეები, საპარკინგე ადგილები, ასევე შეიქმნება ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები. გარდა ამისა, ტერიტორია გამწვანდება ხე- მცენარეებით.
პროექტის ფარგლებში, სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც მოეწყობა. სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები