გლდანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციით, მოკლულია მამაკაცი. ინციდენტი დილით, თეიმურაზ ბოჭორიშვილის პირველ ჩიხში მდებარე კორპუსის მე-12 სართულზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბინა, სადაც დანაშაული მოხდა, 2 მამაკაცზე იყო გაქირავებული. მათივე ცნობით, მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა, რის გამოც ერთმა მეორე დანით დაჭრა.
„მოკლულია 50-წლამდე მამაკაცი, ვინაობა არ ვიცი, თუმცა როგორც სამართალდამცავებისგან გავიგე, ბრალდებული არ გაქცეულა, თვითონ გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია, ის ადგილზე დააკავეს”, – განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა მედიასთან.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარის გამო დაკავებულია ერთი პირი.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები