ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისასტუმრო “ჰოლიდეი ინნ-ში”, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, დაკავებულია 1 პირი – ვაჟა...

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ-ში”, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, დაკავებულია 1 პირი – ვაჟა სირაძე

სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ-ში”, ერთ-ერთ ნომერში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, შსს-მ 1 პირი ადგილზე დააკავა.

თბილისის პოლიციის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 236-ე და 151-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

“შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. მოხდა ნომერში ღონისძიებების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია.

როგორც სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, გაიგეს, სავარაუდოდ, გასროლის ხმა, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ინფორმაციას დავაზუსტებთ. დავაკავეთ 1 პირი, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას”. – განაცხადა სირაძემ.

READ  SKY express ათენიდან თბილისამდე რეგულარულ რეისებს იწყებს — საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ევროპული მოთამაშე გამოჩნდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები