შაბათი, მაისი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიდიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის ხაზის მშენებლობის ₾416-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის ხაზის მშენებლობის ₾416-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისის მერიამ გამოაცხადა ₾416.5-მილიონიანი საერთაშორისო ტენდერი, რომლითაც დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის დაპროექტება და მშენებლობა იგეგმება. პროექტი ასევე მოიცავს ტრამვაის დეპოს მშენებლობას და მის ტექნიკურ აღჭურვას. ტრამვაის ახალ ხაზს 11 გაჩერება უნდა ჰქონდეს.

ტრამვაის ხაზი ძირითადად დავით აღმაშენებლის ხეივნის შუა მონაკვეთს გაივლის, რაც ამჟამად გამწვანებულ ზონას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მწვანე ნარგავის ამოღება იქნება საჭირო პროექტის განხორციელებისთვის, რომლისთვისაც კონტრაქტორს 36 თვის ვადა, ანუ 3 წელი ექნება. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი.

ამასთან, ტენდერში არ შედის უშუალოდ ტრამვაის 10 ერთეული მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის საფასური, რისთვისაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია სავარაუდოდ არანაკლებ 200 მილიონი ლარის ტენდერს გამოაცხადებს. შესაბამისად მთლიანობაში თბილისში ტრამვაის დაბრუნების ღირებულებამ შესაძლოა 600 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს.

ტრამვაის ხაზის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდება Design-Build (DB) მეთოდით, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.

პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

საპროექტო სამუშაოები: მოიცავს ტოპო-გეოდეზიურ და გრუნტის კვლევებს, მგზავრთნაკადების ანალიზს, საინჟინრო გათვლებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

ინფრასტრუქტურა: ლიანდაგები, საკონტაქტო ხაზი, ტრამვაის დეპო, ადმინისტრაციული შენობა, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი და უსაფრთხოების სისტემები.

ტრამვაის მართვის სისტემა: მოიცავს სიგნალიზაციის, უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და საკომუნიკაციო ქსელების სრულ ინტეგრაციას.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას, რომელიც პროექტს განახორციელებს 2010 წლის შემდეგ არანაკლებ 2 ტრამვაის ხაზი უნდა ჰქონდეს განხორციელებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 22 დეკემბერს სრულდება.

“კონცეპტუალური პროექტი შემსყიდველთან შესათანხმებლად უნდა წარმოადგინოს არაუმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში; დეტალური პროექტი უნდა შეათანხმოს დამკვეთთან (შემსყიდველთან) და სათანადო წესით წარადგინოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში კონცეპტუალური პროექტის შეთანხმებიდან არაუმეტეს 9 (ცხრა) თვეში; დეტალური პროექტის შეთანხმებიდან სამშენებლო სამუშაოების შესრულება არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში,”- ნათქვამია პროექტის აღწერაში.

READ  დიდუბის რაიონში 25 მისამართზე დასასვენებელი სივრცეები მოწესრიგდა და ინვენტარი განახლდა

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.