ქართულ ბაზარზე Starbucks შემოდის. BMG-ის ცნობით, ბრენდი საქართველოში არაბულ Alshaya group- შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მათი თურქეთის ოფისი იმუშავებს.
მათვე ცნობით, პირველ ეტაპზე ბრენდი ობიექტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნის, 7-8 წლიან პერსპექტივაში საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალის გახსნაზე. პირველი ფილიალი თბილისში, ვაკეში 2026 წლის მარტში გაიხსნება.
BMG-თან საუბრისას “ჯორჯიან აუთლეტს ენდ რიზორთს გრუპის” მეწილე და მმართველი პარტნიორი გუგა ცანავა ამბობს, რომ “თბილისი აუთლეტ ვილიჯში” საუბარია ერთი ობიექტი გახსნაზე”.
“ინტერესი არსებობდა კოვიდამდე პერიოდშიც, თუმცა მაშინ პროცესები პანდემიამ გააჩერა, ახლა კი დაახლოებით 1 წელია ეს სამუშაოები მიმდინარეობს”, — განაცხადა გუგა ცანავამ.
ამ ეტაპზე უცნობია რა ეღირება Starbucks-ის ყავა საქართველოში.




