სამშაბათი, მარტი 18, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიისნის რაიონში აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ისნის რაიონში აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ისნის რაიონში, აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ხორციელდება.

ამ ეტაპზე, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების ქსელების განახლება დაწყებულია. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური საგზაო სამუშაოებს დაიწყებს.

პროექტის დაწყების საწყის ეტაპს ქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. აწყურის ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მიწისქვეშა კომუნიკაციები ფაქტობრივად, განადგურებული იყო, რაც სავალი ნაწილის დაზიანებას იწვევდა და ავტომობილით გადაადგილება უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში, ყველაფერი მთლიანად იცვლება. პირველ რიგში, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მუშაობს, რომელიც წყლისა და წყალარინების სისტემებს სრულად მოაწესრიგებს. ასევე, განახლდება გაზმომარაგების ქსელი. შემდეგ უკვე სამუშაოებში ჩაერთვება ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც მოაწყობს სანიაღვრე ქსელს. ასევე, ელექტროსადენები განთავსდება მიწისქვეშ, დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით, მოეწყობა ტროტუარი და ტერიტორია ადაპტირდება შშმ პირთათვის. ვფიქრობთ, სამუშაოებს ივლისში დავასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ პროექტი მოიცავს ასფალტის საფარის დაგებას, ზებრა-გადასასვლელების მოპოვებას და საპარკინგე სივრცეების მოწყობას, ხოლო სამუშაოების დასრულება, მისი თქმით, ივლისში იგეგმება.

პროექტის მიმდინარეობას ადგილზე, თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე გაეცნენ.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება – ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

მხედველობის დაბინდვა, თვალების ქავილი, ხველა და სუნთქვის გაძნელება – ამოუცნობი ქაფის შედეგად 100-ზე მეტი სერფერი დაავადდა

მარტი 18, 2025
ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

ჩემი ნამდვილი სახელი ია არ არის – მამამ სხვა სახელი დამარქვა… – ია ფარულავას ისტორია

18 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

“ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ქარი” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

მარტი 18, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

აღმოაჩინე როჭოს ჩანჩქერი – ლაგოდეხის ბუნების საიდუმლო!

მარტი 18, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

რა დროს გადავრგოთ ვაზი და როგორ მოვუაროთ ნერგებს

მარტი 18, 2025
კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

კანის დატენიანება აუცილებელი არის თუ არა ორსულობაში? მითები სტრიებზე

მარტი 18, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

მარტი 18, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები