სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩატარდა — შენი თბილისი

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩატარდა

ლოგო, რომელიც წარმოადგენს შენის ბრენდს — თბილისი
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება გაიმართა. სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ „სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს“ ორგანიზებით ჩატარდა.

სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ დაკვეთით გაიმართა და მასში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სწავლების მიზანს სასტუმროს პერსონალისა და სტუმრებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს, ქცევის წესების გაცნობა და შესაბამისი უნარების გამყარება წარმოადგენდა, რომელიც მოიცავდა ხანძრის ლოკალიზებისა და ჩაქრობის, ასევე, სასტუმროს პერსონალისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს.

- Advertisement -
shenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისიshenimarket logo new — თბილისი | შენი თბილისი

სწავლების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით, ურბანულ პირობებში, ხანძარზე რეაგირების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით, დანერგილია სხვადასხვა სახის სერვისები, რომლითაც რიგი ორგანიზაციები სარგებლობენ.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

- Advertisement -
ლოგო თეთრი ფონზე, თბილისილოგო თეთრი ფონზე, თბილისი
სტატიის ციტირება
შენი თბილისის რედაქცია. სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სახანძრო-საევაკუაციო სიმულაციური სწავლება ჩატარდა [Internet]. თბილისი: Shenitbilisi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenitbilisi.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c-%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93/
shenitbilisi.ge
📍 შენი თბილისი — თბილისისა და საქართველოს ადგილობრივი ინფორმაციული პლატფორმა. ეს მასალა მომზადდა ჩვენი მონაცემთა ბაზისა და ადგილობრივი წყაროების საფუძველზე.
გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი თბილისი — დედაქალაქის ცხოვრება · PHIG · Sheni Network