გამოცდილი მეკარე გიორგი ლორია ოფიციალურად დაუბრუნდა „დინამო თბილისს“ — ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. კლუბის ცნობით, ლორიასა და „დინამოს“ შორის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაფორმდა.
ლორია თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამოცდილ მეკარედ ბრუნდება, რომელსაც წარსულში „დინამოს“ შემადგენლობაში არაერთი გამორჩეული მატჩი აქვს ჩატარებული და კლუბის ისტორიული რეკორდის თანამფლობელია.
მეკარე ცოტა ხნის წინ ეროვნული ნაკრებისგან ოფიციალურად გამოეთხოვა — გიორგი ლორიას ანგარიშზე 79 შეხვედრაა „ჯვაროსნებში“, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ეროვნული გუნდის ისტორიაში.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ის თამაშობდა კვიპროსულ „ომონიაში“, სადაც გუნდს კაპიტნობდა.
გიორგი ლორია უკვე შეურთდა თბილისურ კლუბს და პირველივე სპარინგ-მატჩში სომხურ „ურარტუსთან“ მეორე ტაიმში გამოჩნდა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია