სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილი-3 II, III კვარტლების, მეტროსადგური „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, გახოკიძის, დამპალოს, კაკლიანის, მაისურაძის, ხომლელის და ბერიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ჩხეიძის, ქავთარაძის, ყაზბეგის და ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, III, IV მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, მუხიანის საერთო  საცხოვრებლების, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), დუმბაძის გამზირის, ხევძმარის, გაბაშვილის, მამისაშვილის, ბრონშტეინის, ახმეტელის, ლურჯხედის, გობრონიძის, შეშელიძის, ნოზაძის და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია