თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.
შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტთან ერთად, აღნიშნულ ხუთეულში შედიან ბრემენის, კორფუს, ლონდონისა და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტები.
გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ ეს ხუთეული ავიაკომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებისა და მიმართულებების ზრდის ტემპის მიხედვით გამოავლინა, ასევე გათვალისწინებულია მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც “ტავ ჯორჯია”-მ მართავს, ემსახურება 60 ავიაკომპანიას და 66 მიმართულებას.
2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან ბაზარზე ექვსი ახალი ავიაკომპანია შემოვა, მათ შორის British Airways, EasyJet, Edelweiss და Transavia France. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა – მგზავრთა რაოდენობა 4,750,830 იყო, რაც 29%-ით აღემატება როგორც წინა წლის, ისე პანდემიის პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს.
The Routes Europe -ი არის გავლენიანი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გამოავლენს საუკეთესო აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები