შაბათი, ივნისი 14, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგასტრონომიათბილისი გასტრო კვირეული 2025 — მიშლენის ვარსკვლავები და ქართული სამზარეულოს ახალი თაობა

თბილისი გასტრო კვირეული 2025 — მიშლენის ვარსკვლავები და ქართული სამზარეულოს ახალი თაობა

18-22 ივნისს, თბილისი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს საქართველოში პირველ და ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ ფესტივალს – “თბილისი გასტრო კვირეულს”, რომელიც წელს ახალი შინაარსით ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას მიშლენის ვარსკვლავების მქონე ცნობილი შეფები, ექსპერტები და ქართული კულინარიის ახალი თაობის წარმომადგენლები მიიღებენ.

როგორც გასტრონომიული ტურიზმის კონსულტანტმა ქეთი კვიჭიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, გასტრო კვირეული უკვე მეოთხედ ტარდება და წლიდან წლამდე საერთაშორისო მასშტაბით იზრდება მისი პოპულარობა.

“წელს, გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაცია პროექტის პარტნიორი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ ფესტივალი უცხოელ პარტნიორებს ეძებდა, რომ საერთაშორისო შეფები თუ ექსპერტები მოეწვიათ, ახლა ამ ყველაფერს ასოციაცია თავისი კონტაქტებით უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, ფესტივალი მსოფლიოში იმდენად ცნობილი გახდა, რომ შეფებისა თუ ექსპერტების მოძიებისას მათი დათანხმება ან იმის ახსნა, თუ სად და რის გამო ვიწვევთ, საჭირო აღარ არის. მეტიც, მათ თავადვე სურთ თბილისში ამ ღონისძიებაზე ჩამოსვლა“, – ამბობს კვიჭიძე.

გასტრონომიული ტურიზმის კონსულტანტის განმარტებით, ფესტივალის ფორმატი 5 განსაკუთრებულ ვახშამს მოიცავს. ქართველი და მიშლენის შეფები ერთობლივად 6 კერძს მოამზადებენ – აქედან სამს ქართველი და სამს უცხოელი შეფი. ღონისძიება ერთგვარ პაექრობას დაემსგავსება და მაყურებელს დაუვიწყარ კულინარიულ თავგადასავალს შესთავაზებს.

კვიჭიძე განსაკუთრებულ ყურადღებას მდგრად გასტრონომიაზე ამახვილებს, რომელიც წლევანდელი ფესტივალის მთავარ თემას წარმოადგენს.

“18 ივნისს, ფესტივალის გახსნის დღესვე აღინიშნება მდგრადი გასტრონომიის საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოც უერთდება. ჩვენი მიზანია, ადგილობრივი პროდუქტის, მწარმოებლებისა და ტრადიციული კულინარიის მხარდაჭერა. ეს არამხოლოდ გემოს, არამედ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის საკითხია”, – აცხადებს კონსულტანტი.

მისივე ინფორმაციით, ფესტივალისთვის მენიუს შერჩევა მიმდინარეობს და ამ დროისათვის, ფერმერებთან თუ მეწარმეებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

წყარო

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები