პარასკევი, ივლისი 4, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა

თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელ კორპუსში შევარდა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, გასროლილი ე.წ. ბრმა ტყვია საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინაში შევარდა. ადგილობრივების თქმით, გაისმა ხუთი გასროლის ხმა, რის შედეგადაც ტყვია ერთ-ერთი ბინის სამზარეულოში შევარდა.

„გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო“, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე „ფორმულასთან“.

მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები