თბილისში, 4 ივნისს, ცივი იარაღით ჩადენილი თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1985 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავა. მას ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა სამი პირი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი — 1983 წელს დაბადებული რ.რ. — მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ზ.ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა, რომელიც ნივთმტკიცებად მიიჩნევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ეხება ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




