11:21 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა საქართველოში · თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები ·
გლდანის 19 000 აბონენტს ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების გამო გაზის მიწოდება შეუწყდება. სრული სახელმძღვანელო მოსამზადებელად.

2024 წელს “თბილისი ენერჯიმ” ₾68.3 მილიონის წმინდა მოგება მიიღო

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

თბილისში ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ 2024 წლის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ernst & Young-ის მიერ არის გადამოწმებული. ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ წელიწადი 68.3 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, რაც თითქმის იმავე დონეზეა, როგორც 2023 წელს (68.4 მილიონი ლარი).

2024 წელს „თბილისი ენერჯის“ ამონაგები 10%-ით გაიზარდა და 486.7 მილიონ ლარს მიაღწია (2023 წელს 441.6 მილიონი ლარი). ზრდა განპირობებულია როგორც მომხმარებელთა რაოდენობის, ისე მოხმარების მატებით. საოპერაციო მოგებამ 78.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც თითქმის უცვლელია წინა წელთან შედარებით, თუმცა კომპანიამ შეძლო ფულადი ნაკადების გაუმჯობესება – საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა ფულადი ნაკადები 96.3 მილიონი ლარი იყო, რაც 7%-ით მეტია, ვიდრე 2023 წელს.

ბუნებრივი გაზის თვითღირებულება 315.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა (წინა წელს – 280.6 მლნ), რაც ნაწილობრივ აიხსნება დოლარის კურსის მერყეობით და იმ ფაქტით, რომ ბუნებრივი აირის შესყიდვა აშშ დოლარში ხდება, მაშინ როცა ტარიფები ლარშია განსაზღვრული.

კომპანიის განმარტებით, ლარის/დოლარის კურსის მერყეობა ერთ-ერთ მთავარ საოპერაციო რისკად რჩება. სწორედ ამ მიზეზით, „თბილისი ენერჯი“ კვლავ ახორციელებს კომუნიკაციას მარეგულირებელ ორგანოსთან – სემეკთან, რათა საჭიროების შემთხვევაში ტარიფების გადახედვა მოხდეს.

2024 წლის ბოლოსთვის „თბილისი ენერჯის“ საერთო აქტივები 346.9 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის 290.9 მილიონთან შედარებით 19%-ით მეტია. ძირითადი საშუალებების მოცულობა გაიზარდა 250.1 მილიონ ლარამდე (2023 წელს – 211.8 მლნ).
კომპანიამ საინვესტიციო საქმიანობაზე დაახარჯა 51.4 მილიონი ლარი, მათ შორის 50 მილიონი ლარი – ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე და ტექნიკური განახლების პროგრამებზე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბერში „თბილისი ენერჯიმ“ შეიძინა კომპანია „ვარკეთილაირი“, რომელიც ასევე ბუნებრივი აირის დისტრიბუციით არის დაკავებული დედაქალაქის ტერიტორიაზე. ეს შესყიდვა „თბილისი ენერჯის“ ჯგუფის გაძლიერების და ქსელის გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.

მფლობელობა და სტრუქტურა

ფინანსური ანგარიშის თანახმად, „თბილისი ენერჯის“ 100%-იანი მფლობელია მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ვოლთბეი“.

„ვოლთბეიში“ წილობრივი განაწილება ასეთია:

  • 25% – ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას,
  • 25% – შპს „გაზტრანზიტს“, რომლის მფლობელია მამუკა ტოგონიძე,
  • 50% – „Weco Investment and Finance S.A.“, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებიდან, რომელიც აზერბაიჯანელ ბიზნესმენს, Neqsol Group-ის დამფუძნებელს ნასიბ ჰასანოვს ეკუთვნის.

 

კომპანიის ანგარიშის თანახმად, გატარებული ინვესტიციების და ქსელის ტექნიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შედეგად ტექნიკური დანაკარგები 3.87%-დან 3.73%-მდე შემცირდა. კომპანიის ინფორმაციით, 2025 წელს დანაკარგების კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

წყარო

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *