12:29 💵 USD 2.62 💶 EUR 3.02 თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება — ახალი მეგაპროექტი · თბილისი დღეს — 17 აგვისტო · თბილისი დღეს — 16 აგვისტო · თბილისი დღეს — 15 აგვისტო · Living & Jagannath cafe Tblisi – Vegan cafe თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები · Rustaveli Cafe & Bar თბილისში — კაფე, მისამართი, ფასები, დაჯავშნა ·
26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება — შენი თბილისი

26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება

შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია
შენი თბილისის რედაქცია

26-28 აპრილს Expo Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაციის თანაორგანიზებით და Fiabci Georgia-სთან პარტნიორობით უძრავი ქონების და სამშენებლო სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება – უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეული გაიმართება.

კვირეული წელსაც სამ ღონისძიებას გააერთიანებს, რომელიც 26 აპრილს Caucasus Build-ი ყოველწლიური სამშენებლო და სარემონტო მასალების საერთაშორისო გამოფენით გაიხსნება.

წელს კომპანიების რაოდენობა, დაკავებული საგამოფენო ფართი და პროდუქციის მრავალფეროვნება გასული წლის რეკორდულ მონაცემებზე მეტი იქნება. განსაკუთრებული ინტერესი ფიქსირდება საერთაშორისო კომპანიების მხრიდანაც, რომელიც ჯერ კიდევ გასული კვირის მონაცემებით წინა წლის აქტივობას 40%-ით აჭარბებდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია როგორც ბიზნეს ისე საცალო დამთვალიერებლისთვის, ექსპოში მონაწილე კომპანიების ნახევარი იქნება ისეთი, რომლებიც წინა წლებში გამოფენებში არ მონაწილეობდნენ.

წყარო

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
შენი თბილისის რედაქცია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *