“მთავარი რისკია, რომ თბილისი არ შეუერთდეს რუსთავს, ზღვარი არ წაიშალოს ამ 2 ქალაქს შორის“, – ასე ეხმაურება “ბიზნესპრესნიუსთან” რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ განსახორციელებელ რამდენიმე მილიარდიან არაბულ ინვესტიციას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ხელმძღვანელიმამუკა სალუქვაძე.
როგორც ცნობილია, Eagle Hills-მა რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ, სოფელ აღთაკლიასა და ფონიჭალაში მდებარე მიწის ნაკვეთზე. მოცემული მიწის ფართობი მოიცავს კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიასაც. მიწა ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა მოგვიანებით, ინვესტორს უნდა გადაეცეს.
“ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა გამოწვევები შეიძლება შექმნას ურბანული თვალსაზრისით მსგავსი მასშტაბის პროექტმა, რომელიც ორ ახლომდებარე ქალაქს შორის უნდა განხორციელდეს.
მამუკა სალუქვაძე ამბობს, რომ რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ არსებული სივრცის განაშენიანება, ლანდშაფტური ზღვარის დაცვის მიზნით, მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
“ასე დევს გენგეგმის დოკუმენტში, რომ შეერთება, მაქსიმალურად მიწევა და გადაბმა რუსთავთან აგლომერაციული თვალსაზრისითაც არ იყო სწორი. რამდენიმე ვერსია მუშავდება როგორც მე ვიცი, საბოლოო არაფერია ჯერ, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან უნდა ვიცნობდე პროექტს სრულყოფილად. რაც თქვენ იცით რენდერების სახით, იგივე მაქვს ნანახი მეც. თუმცა, ვსაუბრობ იმ საკითხებზე, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს.…განაგრძეთ კითხვა
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია




