სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებითბილისის შემოგარენში კერძო სახლების ღირებულება $300 000-დან იწყება - Mycorner.ge

თბილისის შემოგარენში კერძო სახლების ღირებულება $300 000-დან იწყება – Mycorner.ge

თბილისის შემოგარენში, კერძო სახლების ღირებულება საქართველოში საშუალოდ 300 000 დოლარიდან იწყება, – ამის შესახებ კომპანია Mycorner.ge-ის დამფუძნებელი თამუნა წოწორია BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, სარეალიზაციო ბინები მრავალი კრიტერიუმით ფასდება, მათ შორის ლოკაციით, ხედებით, მიწის ფართობითა და ინფრასტრუქტურით. შესაბამისად, უძრავი ქონების ღირებულება ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით იზრდება.

“ნორმალური კერძო სახლის შეძენა საშუალოდ 300 000 დოლარიდან იწყება და ჩვენს პორტფელში გვაქვს 2 მილიონ დოლარზე ასული სახლიც. ძალიან დიდი სხვაობაა ფასებს შორის, რადგან კერძო სახლები მრავალ კრიტერიუმზეა დამოკიდებული“, – ამბობს წოწორია.

მისივე ინფორმაციით, მოთხოვნის თვალსაზრისით ლიდერ პოზიციაზე რჩება ლისის ტერიტორია, სადაც მაღალი ინტერესის გამო ხარისხიანი უძრავი ქონება უკვე გარკვეულ დეფიციტადაც იქცა. გარდა ამისა, გააქტიურებულია წავკისის უბანიც, სადაც მყიდველთა რიცხვი ბოლო პერიოდში გაიზარდა.

როგორც წოწორია აღნიშნავს, კერძო სახლებზე მოთხოვნის ძირითადი ნაწილი კვლავ ქართველ მყიდველებზე მოდის, თუმცა უცხოელი ინვესტორების დაინტერესებაც მატულობს.

“ამ უძრავ ქონებას მეტწილად ქართველები ყიდულობენ, თუმცა მოთხოვნა წამოვიდა ებრაელებისა და აზერბაიჯანელების მხრიდანაც. მათი წილი გაყიდვებში დაახლოებით 5%-ია. გარდა ამისა, ფიქსირდება ტენდენცია, რომ უძრავ ქონებას აქტიურად ყიდულობენ ქართველი ემიგრანტებიც, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ და აქ უნდათ ცხოვრების გაგრძელება”, – განმარტავს Mycorner.ge-ის დამფუძნებელი.

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

READ  არასრულწლოვანის გამოსახულებიანი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვისთვის თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს – შსს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები