20 წლამდე ან უვადო პატიმრობა — შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს.
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული შ.ნ. დააკავეს მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ბრალდებით.
სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს:
- 23 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა
- 6 დამატებითი შეფუთვა ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან
- ელექტრო სასწორი, როგორც ნივთმტკიცება
გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ნ. ნარკოტიკულ საშუალებას შემდგომი გასაღების მიზნით სხვადასხვა ადგილას ათავსებდა, ფოტოებს უღებდა და კოორდინატებიანად უგზავნიდა ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე ტერცია და 273-ე პრიმა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.
შსს განაგრძობს აქტიურ მოქმედებებს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია